ელემენტარული ღირსება რომ ჰქონდეს შერჩენილი სალომე ზურაბიშვილს, ის თავად გადადგებოდა - კობახიძე

18.10.23 12:58
ელემენტარული ღირსება რომ ჰქონდეს შერჩენილი სალომე ზურაბიშვილს, ის თავად გადადგებოდა - კობახიძე

ელემენტარული ღირსება რომ ჰქონდეს შერჩენილი სალომე ზურაბიშვილს, ის თავად გადადგებოდა - ამის შესახებ  ირაკლი კობახიძემ პარლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

კობახიძის თქმით, ზურაბიშვილი ბოლო ერთი წლის განმავლობაში  ექსკლუზიურად ნაცმოძრაობის პრეზიდენტია.

არ შეიძლება ქვეყანას ჰყავდეს პრეზიდენტი, რომელიც ყველა კონსტიტუციურ ორგანოს არის დაპირისპირებული და რეგულარულად გადის. ელემენტარული ღირსება რომ ჰქონდეს შერჩენილი სალომე ზურაბიშვილს, ის თავად გადადგებოდა პრეზიდენტის თანამდებობიდან, რომც არ დასრულდეს დღეს ეს პროცედურა წარმატებით, ყველას გვესმის, რომ  კოლექტიური ნაცმოძრაობა არ დაუჭერს იმპიჩმენტს,. სწორედ მათი იმედით არღვევდა ის კონსტიტუციას. ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ის დარჩება არა საქართველოს პრეზიდენტად, არამედ ექსკლუზიურად ნაცმოძრაობის პრეზიდენტად. ასეთ პირობებში რა ფასი აქვს მის პრეზიდენტობას, თავადაც შეგიძლიათ განსაჯოთ". - განაცხადა კობახიძემ. 

მსგავსი სიახლეები