პრეზინდეტის იმპიჩმენტს ენმ და "სტრატეგია აღმაშენებელი" ენმ-ს ფრაქცის ოთახიდან აკვირდებიან

18.10.23 13:27
პრეზინდეტის იმპიჩმენტს ენმ და "სტრატეგია აღმაშენებელი" ენმ-ს ფრაქცის ოთახიდან აკვირდებიან

საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის ისტორიულ პროცესს ენმ და "სტრატეგია აღმაშენებელი" თვალყურს ფრაქცია ენმ-ს ოთახიდან ადევნებენ. ენმ-ს იმთავითე გაცხადებული ჰქონდა, რომ იმპიჩმენტის პროცესს არ დაესწრებოდა და სხდომატა არბაზში არ შევიდოდა. მათ კენჭისყრის ბარათები მაგიდაზე დაალაგეს იმის სადემონსტრაციოდ, რომ პროცესში მონაწილეობას არ იღებენ.

ძალიან სამარცხვინო და შეურაცხყმყოფელი განცხადებები მოვისმინეთ, რაც კონკრეტულ პიროვნებას კი არ ეხება, არამედ, რეალურად, ეს არის ინსტიტუციის დაკნინება. მაშნ, როდესავც ევროკავშირი მოგვიწოდებს, რომ ინსტიტუციები უნდა გაძლიერდეს იმისთვის, რო საქართველომ შეძლოს კანდიდატის სტატუსის მიღება, ყველაფერი ხდება საპირისპიროდ და რა თქმა უნდა, ამას ივანიშვილი აკეთებს მიზანმიმართულად. თუმცა იმ პროგრამის მაქსიმუმი, რომელიც მას ჰქონდა დასახული ან ამ იმპიჩმენტის ცირკის ბოლომდე მიყვანა, რომლის პირველი მოქმედებაც ვიხილეთ ბათუმში, საკონსტუტუციო სასამართლოში ა სამარცხვინო გადაწყვეტილება მიიღო 6-მა მოსამართლემ და მეორე მოქმედება უკვე აქ უნდა დასრულდეს, პროგრამა მაქსიმუმის მიღწევა მაინც ვერ შეძლო, იმიტომ, რომ ფაქტია, დარბაზის სურათიც კი გვიჩვენებს, რომ სხვა ოპოზიცონერმა დეპტატებმაც ის გზა აირჩიეს, რომელზეც ჩვენ ამ პოლიტიკური ცირკის დაანონსების დღიდანვე ვსაუბრობდით, რომ ფიზიკურად არ არ ვიქნებოდით დარბაზში, რომ ფიზიკურად არ მივიღებდით მონაწილეობას ამ ცირკის არცერთ მოქმდებაში, ახლა ვხედავთ, რომ ოპოზიცინერმა დეპუტატებმა სხვა ფრაქციებიდან თუ პოლიიტკური ჯგუფებიდან ასევე ეს ტაქტიკაა აირჩიეს, რაც ვფიქრობ, რომ სწორია, - ამბობს თინა ბოკუჩავა. 

მსგავსი სიახლეები