ისტორიული დღე - კობახიძემ პრეზიდენტი გალანძღა, შემდეგ კი ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლას არ დაესწრო
ისტორიული დღე საქართველოს ისტორიაში - ამ წუთებში პარლამენტში სალომე ზურაბიშვილის მიმართ წამოწყებული იმპიჩმენტის პროცესი მიმდინარეობს.
მას შემდეგ, რაც საქართველოს პრეზიდენტი ტრიბუნასთან დადგა, სხდომათა დარბაზი "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დატოვა.
მას ასევე შეუერთდნენ მმართველი პარტიის სხვადასხვა წარმომადგენლები, რომლებიც დარბაზში მაშინ შევიდნენ, როდესაც სალომე ზურაბიშვილმა სიტყვით გამოსვლა დაასრულა.
დღეს საქართველოს ხელისუფლება ყოველგვარი გზით ცდილობდა, ქართველი საზოგადოებისა და პოლიტიკოსებისთვის ეჩვენებინათ, საკუთარი გულგრილობა სალომე ზურაბიშვილის მიმართ, რის გამოც პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლისას მმართველი პარტიის ზოგიერთმა წარმომადგენელმა სხდომათა დარბაზი დატოვა, ნაწილი კი საკუთარ მობილურ ტელეფონში იყო ჩაჩერებული და პრეზიდენტის სიტყვას არ ისმენდა.