პრეზიდენტი: მხოლოდ ერთი გეგმა მაქვს, ქვეყნისთვის წლის ბოლოს კანდიდატის სტატუსის მოპოვებაა
დღეს მხოლოდ ერთი გეგმა მაქვს და ეს გეგმა ამ ქვეყნისთვის წლის ბოლოს კანდიდატის სტატუსის მოპოვებაა. ამ მიზნისკენ მიმავალ გზაზე ვერავინ და ვერაფერი შემიშლის ხელს - ამ სიტყვებით დაასრულა საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლა.
მისი თქმით, ქართველ ხალხს ვერავინ გადაიყვანს რუსეთის გზაზე.
„ქართველმა ხალხმა დიდი ხნის წინ გააკეთა თავისი არჩევანი და ამაში დიდი ფასიც გადაიხადა, დღემდე ამ არჩევანის ერთგულია და ყოველ ჯერზე ამტკიცებს და იცავს თავის ევროპულობას. არავინ არ დაიჯეროს, რომ ამ ხალხს ვინმე გადაიყვანს რუსეთის გზაზე და ვინმე უარს ათქმევინებს მის უალტერნატივო მომავალზე“, - განაცხადა პრეზიდენტმა.