პრეზიდენტის პასუხი ოცნებას - ზურაბიშვილმა საკონსტიტუციოს მოსამართლე კიკილაშვილს "შვილის წარმატება" მიულოცა

18.10.23 13:51
პრეზიდენტის პასუხი ოცნებას - ზურაბიშვილმა საკონსტიტუციოს მოსამართლე კიკილაშვილს "შვილის წარმატება" მიულოცა

პრეზიდენტის პასუხი "ქართულ ოცნებას" - სალომე ზურაბიშვილმა საკონსტიტუციოს მოსამართლე ირაკლი კიკილაშვილს "შვილის წარმატება" პარლამენტის ტრიბუნიდან მიულოცა.

"ერთადერთი რამ, რაც ჯერ კიდევ გადასაწყვეტია ამ კენჭისყრის შედეგი - და ესეც თქვენზე კი არაა დამოკიდებული, არამედ იმაზე, თუ რამდენის შემოერთებას შეძლებთ, ვის კომპრომატით, ვის მოსყიდვით და ვის შვილის დაწინაურებით"- მიმართა მეხუთე პრეზიდენტმა უმრავლესობას. 

აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მივულოცო საკონსტიტუციოს მოსამართლე კიკილაშვილს შვილის წარმატება! ან კიდევ სხვისი ბარათის გამოყენებით, რითაც ერთ-ერთი ვეტოს დაძლევაც შეძელით. ისიც კარგად ვიცი, რომ რაც არ უნდა იყოს კენჭისყრის შედეგი, ამას გამარჯვებად გამოაცხადებთ და ამას ერთი მესიჯბოქსით გააჟღერებთ, მაგრამ იმას რას უზამთ, რომ ხალხს თქვენი აღარ სჯერა?! მოდელირებული რეალობით ვეღარ ატყუებთ და ყველა ხვდება იმას (და შესაძლოა, თქვენც კი ზოგჯერ), რომ ამ პროცესის დაწყება, როგორც მისი ნებისმიერი შედეგით დასრულება, მხოლოდ და მხოლოდ თქვენი სისუსტის და პოლიტიკური წარუმატებლობის უტყუარი ნიშანია. ამას ვერსად გაექცევით! - თქვა ზურაბიშვილმა.

გუშინ პარლამენტმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არამოსამართლე წევრად საკონსტიტუციოს მოქმედი მოსამართლის შვილი გოგა კიკილაშვილი აირჩია. 

მსგავსი სიახლეები