ქალბატონ ზურაბიშვილს ვთხოვთ, გაგვცეს პასუხი, იმსახურებს თუ არა საქართველო სტატუსს - მდინარაძე

18.10.23 14:03
ქალბატონ ზურაბიშვილს ვთხოვთ, გაგვცეს პასუხი, იმსახურებს თუ არა საქართველო სტატუსს - მდინარაძე

"ქართული ოცნების" ლიდერი მამუკა მდინარაძე პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს სალომე ზურაბიშვილს მიმართავს და კითხულობს, მისი აზრით, საქართველო დღევანდელი მოცემულობით იმსახურებს თუ არა კანდიდატის სტატუსს.

მმართველი პარტიის წარმომადგენელი პრეზიდენტ ზურაბიშვილს საქართველოს ევროპული გზით სიარულით ხელის შეშლაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ "სალომე ზურაბიშვილის ნაცური მესიჯბოქსი ევროინტეგრაციას ურტყამს".

ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს ვთხოვთ, რომ იმაზე მაინც გაგვცეს პასუხი, ეს ქვეყანა დღევანდელ მოცემულობაში, არსებული ხელისუფლებით, გატარებული რეფორმებით იმსახურებს თუ არა კანდიდატის სტატუსს, ამაზე მაინც გაგვეცი პასუხი. თქვენი წინა მოსაზრებები გასაგებია, რომ არ იმსახურებდა, ქვეყნის საწინააღმდეგო იყო. დღეს იმსახურებს თუ არა სტატუსს, დღესაც რომ არ გვცემთ პასუხს, და იძახით პრორუსულია ხელისუფლებაო და თქვენი ნაცური მესიჯბოქსით ევროინტეგრაციას ურტყამთ, ახლა მაინც დაგვიკონკრეტეთ, იმსახურებს თუ არა ქვეყანა არსებული მოცემულობით კანდიდატის სტატუსს - აღნიშნა მდინარაძემ.

მსგავსი სიახლეები