3,300 დაღუპული და 13,000 დაშავებული - უმძიმესი ვითარება ღაზაში

18.10.23 14:03
3,300 დაღუპული და 13,000 დაშავებული - უმძიმესი ვითარება ღაზაში

ღაზაში 7 ოქტომბრის შემდეგ დაღუპულთა რიცხვი 3,300-მდე გაიზარდა, ხოლო დაშავებულ მოქალაქეთა რიცხვმა 13,000-ს გადააჭარბა - ინფორმაციას პალესტინის ჯანდაცვის მინისტრი ავრცელებს.  

შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო. გავრცელებულ შეტყობინებაში, ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა ამას ოპერაცია "ალ-აქსას წარღვნა" უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.

მსგავსი სიახლეები