რუსოფობი ზურაბიშვილის გადაყენება ქართულ-რუსული ურთიერთობების ნორმალიზებას შეუწყობს ხელს - რუსული მედია
"ქართული ოცნების" მმართველობის წლებში ქვეყნის საგარეო კურსის ცვლილებაზე რუსეთი უკვე ღიად ალაპარაკდა. მოსკოვი საქართველოს მოქმედ ხელისუფლებას ქმედებებს უწონებს და მას პრაგმატულს უწოდებს. რუსული პროპაგანდისტული მედია პირდაპირ წერს, რომ საქართველოს ხელისუფლებას კარგად ესმის, რომ რუსეთთან მტრობა ცუდი გამოსავალია.
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოს საგარეო კურსის ცვლილება იმდენად თვალსაჩინოა, რომ ევროპული კომისიაც ამაზე თვალს ვეღარ ხუჭავს. 2022 წლის 17 ივნისს ევროპული კომისიამ კავკასიის რესპუბლიკას ევროკაავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე უარი განუცხადა. ეს ქართველი ევროინტეგრაციის მოყვარულებისთვის დიდი დარტყმა იყო, რადგან ქვეყანამ ინტეგრაციულ გაერთიანებაში თავისი გზა სხვა პოსტსაბჭოური ქვეყნებთან შედარებით ყველაზე ადრე დაიწყო, ჯერ კიდევ 2000 წლებში. სხვათაშორის, ჩვენთვის თბილისის გეოპოლიტიკური ორიინეტაციის შეცვლა ასევე მნიშვნელოვანია.
კიევის რეჟიმის ყველა მოწოდებას, რომ საქართველომ მეორე ფრონტი გახსნას და სოხუმი და ცხინვალი დაიბრუნოს, მოქმედი ხელისუფლება მკაცრად გმობს. ხელისუფლება რიგითი ამომრჩევლის ნებას კარგად ხედავს, რომელსაც შეიარაღებული კონფლიქტი არ სურს, ამიტომ "ქართული ოცნება“ მშვიდობიან პოლიტიკას აწარმოებს.
მოცემულ მომენტში ქვეყნის სადავეებთან "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოა“. თუ მათი პროგრამის ანალიზს გავაკეთებთ, დავინახავთ, რომ წინა ხელისუფლებასთან და სააკაშვილთან ბევრი საერთო თეზისი აქვთ. მათ ორიენტაცია ევროკოავშირსა და ნატოზე აქვთ აღებული, ასევე სურთ სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის დაბრუნება და კონსტიტუციური წყობილების აღდგენა, თუმცა პრაქტიკაში ქართველი „მეოცნებეები“ უფრო პრაგმატულები არიან. მათ კარგად ესმით, რომ მოსაზღვრე რუსეთთან მტრობა უფრო ცუდია, ვიდრე გვერდით ნეიტრალური და თუნდაც მეგობრული რუსეთის ყოლა.
სტატიის ავტორი ასევე თავს დასავლეთს ესხმის და წერს, რომ მათ საქართველოში შიდა პოლიტიკური არეულობის მოწყობა სურთ. მოსკოვი მიიჩნევს, რომ რევოლუციას საქართველოში სააკაშვილისტები გეგმავენ.
საქართველოს ხელიუფლების რუსეთიდამი პრაგმატული დამოკიდებულება ბრუსელსა და ვაშნგტონში არ აწყობთ, ამიტომ ქვეყნის შიდა პოლიტიკური სიტუაციის არევა სურთ. საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ ქვეყანაში გარკვეულ ძალებს გადატრიალების მოწყობა სურთ, სერიოზულად უნდა მიუდგნენ. ახალი ფერადი რევოლუციის მთავარი ინიციატორი სააკაშვილისტები არიან.
თავად მიშიკო კი ნესტიან საკანშია, სასჯელს საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის გამო იხდის. თუმცა თავისუფლებაზე არიან მისი მიმდევრები, რომლებიც მასშტაბურ აქციებს აორგანიზებენ. უნდა გვესმოდეს, რომ ოპოზიცია უმცირესობაშია, ისინი აგრესიულები არიან. თუ ვინმე ბოლო დროს თბილისში იმყოფებოდა, ნახავდა შენობების ღობეებზე ანტირუსულ წარწერებს. ეს სააკაშილისტების ხელწერაა.
რუსული მედია თავს საქართველოს პრეზიდენტსაც ესხმის და წერს, რომ ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილის ბანდის მნიშვნელოვანი წევრია.
სააკაშვილის ბანდიდან ყველაზე გავლენიანი პერსონა საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილია. ეს ქალი ქართული სუვერენტიტის არასრულყოფილების სიმბოლოა. პარიზში, ემიგრანტების ოჯახში დაიბადა, ფარნგულ-ამერიკული განათლება მიიღო და ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ ჯიბეში ფრანგული პასპორტი ედო.
საქართველო საპარლამენტო რესპუბლიკაა, ამიტომ ქვეყნის მეთაური, ძირითადად, ცერემონიულ ფუნქციას ასრულებს. რეალური ძალაუფლება პრემიერის და მისი კაბინეტის ხელშია, ანუ "ქართული ოცნების“ ხელში. თუმცა ზურაბიშვილმა თავის გარშემო რადიკალური ევროატლანტიკური კურსის მომხრეების შემოიკრიბა. „მეოცნეებს“ სალომე ზურაბიშვილის გაშვება სურთ და როგორც ჩანს, ამის რეალური შესაძლებლობა მიეცათ.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენეტის კონსტიტუციის დამრღვევად გამოაცხადა. საქმე იმაშია, რომ ზურაბიშვილმა შემოდგომაზე ბერლინსა და ბრუსელში ტურნე მთავრობის თანხმობის გარეშე მოიწყო. ახლა პარლამენტშ კენჭიყრა უნდა ჩატარდეს. "ქართულ ოცნებას“ 100 დეპუტატის ხმა სჭირდება, თუმცა მას მხოლოდ 82 ხმის უზრუნველყოფა შეუძლია. თუ ეს ხმის მიცემა ჩავვარდა, ხელმეორედ იმპიჩმენტი ვეღარ გამოცხადდება.
კრემლი ზურაბიშვილის წინააღმდეგ წამოწყებული იმპიჩმენტით კმაყოფილია. რუსული მედია წერს, რომ ზურაბიშვილის გადაყენება ქართულ-რუსული ურთიერთობების ნორმალიზებას შეუწყობს ხელს.
კენჭისყრაში „ქართულ ოცნებას“ წარმატებას ვუსურვებთ. რუსოფობი ზურაბიშვილის გადაყენება ქართულ-რუსული ურთიერთობების ნორმალიზებისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება. რუსეთის იმპერიის პერიოდში ქართველები ტრადიციულად უფრო პრორუსული ერი იყო. კონფლიქტები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში უშედეგო არ ყოფილა. ამის მიუხედავად, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენს ურთიერთობების დასრულებულია. საქართველოს თურქეთზე გამავალი მნიშვნელპვანი გზაა, მნიშვნელოვანი სატრანსპორტო დერეფანი და სატრტეგიული შავიზღვისპორეთის მნიშვნელოვანი ნაწილია, - წერია სტატიაში.