რას ეტყვის მდინარაძე შვილებს - "ოცნების" წევრი პრეზიდენტს პასუხობს და შვილების ბულინგის კამპანიაში ადანაშაულებს
ქალბატონო სალომე, მინდა მოგილოცოთ, რომ „ნაცმოძრაობის“ ერთადერთ კამპანიაში არ იყავით ჩართული და დღეს იმაშიც ჩაერთეთ, რასაც შვილების ბულინგის კამპანია ჰქვია - ასე მიმართა უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს პარლამენტის პლენარულს სხდომაზე.
მდინარაძემ პრეზიდენტის კითხვის საპასუხოდ თქვა, რომ მის შვილებს აუხსნის, როგორც სწამდა და სჯეროდა თავად, იმას აკეთებდა მთელი ცხოვრება პოლიტიკაში.
თქვენს რიტორიკულ, თუ არარიტორიკულ კითხვაზე, „რას ეტყვით თქვენს შვილებსო“, პასუხს გაგცემთ. იცით რას ვეტყვი?! - მე პირადად ვეტყვი, რომ როგორც მწამდა და მჯეროდა თავად, იმას ვაკეთებდი მთელი ცხოვრება პოლიტიკაში და სხვის დავალებებს არ ვიღებდი, არ მიმიღია და არც მივიღებ არასდროს. ამას ვეტყვი საკუთარ შვილებს და მათ თავს დავიფიცებ, რომ ასე იქნება სულ და ამას გააკეთებს ჩვენი გუნდის თითოეული წევრი, არავის დავალებებს არ მიიღებს, ეს მინდა თქვენ, პირადად კარგად იცოდეთ - აღნიშნა მდინარაძემ.