იმედგაცრუებული ვარ - ფოტიგა პრეზიდენტის იმპიჩმენტზე

18.10.23 14:17
იმედგაცრუებული ვარ - ფოტიგა პრეზიდენტის იმპიჩმენტზე

"ვერ ვხედავ მიზეზს, თუ რატომ შეიძლება დაედანაშაულებინათ პრეზიდენტი მოვალეობის შესრულებისთვის კონსტიტუციის დარღვევაში", - ასე ეხმაურება ევროპარლამენტი ანა ფოტიგა სოციალურ ქსელში საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესს.

ევროპარლამენტარი იმედგაცრუებას გამოხატავს საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენებით.

"საქართველოს კუთვნილი ადგილი ევროპაშია. ჩვენ ვხედავთ უკრაინაში, რომ არ არსებობს რუხი ზონები მსოფლიოს ჩვენს ნაწილში. როგორც ევროკავშირში, ასევე ნატოში გაწევრიანების სურვილი, პირდაპირ არის დაფიქსირებული საქართველოს კონსტიტუციაში და მას მხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა.

ამ მისწრაფებების შემდეგ, საქართველოს თანმიმდევრული მთავრობები აგრძელებდნენ ევროინტეგრაციის გზას და სწორედ ამჟამინდელმა მთავრობამ მიმართა ევროკავშირს გაწევრიანების მოთხოვნით 2022 წელს და ოფიციალურ განცხადებებში სრულად დაუჭირა მხარი ევროკავშირში ინტეგრაციას.

მე ვერ ვხედავ მიზეზს, თუ რატომ შეიძლება დაედანაშაულებინათ პრეზიდენტი მოვალეობის შესრულებისთვის კონსტიტუციის დარღვევაში, რადგან ის აშკარად ემხრობოდა საქართველოს სასიცოცხლო ინტერესებს, რომლებიც გათვალისწინებულია კონსტიტუციით, მხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობა და ოფიციალურად ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

ამიტომ გადავწყვიტე, ხელი მოვაწერო ერთობლივ განცხადებას, რომელიც გამოხატავს იმედგაცრუებას ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენებით", - წერს ვეროპარლამენტარი.

მსგავსი სიახლეები