პრეზიდენტს გულის აჩუყების მიზანი ამოძრავებდა - სარჯველაძე
"ალბათ, გულის აჩუყების მიზანი ამოძრავებდა პრეზიდენტს, ვიდრე კონკრეტულად საკითხის გარკვევაში მონაწილეობა" - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი, მიხეილ სარჯველაძე პარლამენტში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის განხილვისას სალომე ზურაბიშვილს გამოსვლას.
სარჯველაძე პრეზიდენტისგან ითხოვს პასუხებს, თუ რა ამოძრავებდა სალომე ზურაბიშვილს, როდესაც როდესაც ათანხმებდით ვიზიტებს საქართველოს მთავრობასთან და მოგვიანებით როდესაც შეიცვალა ეს სტრატეგია.
ჩემი კითხვა იმავდროულად მიზნად ისახავს საზოგადოებისთვის გახდეს ცნობილი მოტივაციასთან დაკავშირებით, თორემ იმპიჩმენტის საფუძვლებთან დაკავშირებით კითხვები არავის აღარ დარჩა. მოტივაცია კი მაინტერესებს ამ თვალსაზრისით, როდესაც პრეზიდენტის, თქვენი არჩევა მოხდა და ამ თანამდებობაზე როდესაც შეუდექით უფლებამოსილების განხორციელებას და ახლა განსხვავებულად თუ კითხულობთ თქვენი უფლებამოსილების და ფარგლების განმსაზღვრელ ნორმებს საქართველოს კონსტიტუციიდან, იქნება ეს 49-ე თუ 52-ე მუხლები, ამ შემთხვევაში ეს მნიშვნელოვანია იმიტომ რომ კონტექსტი და თქვენი დამოკიდებულებები გავითვალისწინოთ.
პირველი, როდესაც მაგალითად, უკანასკნელ პერიოდში საფრანგეთში, გერმანიაში, ბრიუსელში ვიზიტები განხორციელდა, საინტერესოა, რომ თუ ლეგიტიმური და კანონიერი იყო ამ შემთხვევაში რატომ მოიქეცით იმისგან განსხვავებულად, როგორც თავდაპირველად დაიწყეთ მუშაობა და როდესაც ათანხმებდით ვიზიტებს საქართველოს მთავრობასთან და მოგვიანებით როდესაც შეიცვალა ეს სტრატეგია და მიდგომა, როდესაც სრულიად ახლებურად და განსხვავებულად ბიუჯეტის ხარჯით დაფინანსებაზე უარი თქვით, ან მოგვიანებით, როდესაც ლიეტუვაში ყოფნისას განაცხადეთ, რომ ფორმალურად არ ბრძანდებოდით უფლებამოსილი, რომ განგეხორციელებინათ ეს წარმომადგენლობა. ეს არის მნიშვნელოვანი: თქვენი მოტივაცია როგორი იყო თითოეული ასეთი განცხადების კეთების დროს", - ამბობს მიხეილ სარჯველაძე.