"ოცნების" მუქარა: წავა თუ არა პრეზიდენტის საქმე პროკურატურაში?
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე პრეზიდენტს "ნაციონალური მოძრაობის" მოკავშირედ აცხადებს და პროკურატურით ღიად ემუქრება.
უფრო კონკრეტულად, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ თუ პრეზიდენტის მხრიდან სამომავლო კონსტიტუციის დარღვევა გაგრძელდება, ეს ყველაფერი შეიძლება უკვე იძენდეს სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ნიშნებს.
კობახიძე ამტკიცებს, რომ "სალომე ზურაბიშვილი დავიდა საქართველოს პრეზიდენტობიდან ნაცმოძრაობის პრეზიდენტობამდე".
რა იქნება მომავალში? - ვერ გეტყვით. სალომე ზურაბიშვილი კვლავაც განაგრძობს კონსტიტუციის დარღვევას? ალბათ განაგრძობს, რა შეუშლის ხელს. აქამდეც იცოდა, რომ კონსტიტუციას უხეშად არღვევდა, თვითონ აქვს აღიარებული, ხვალაც წავა დაარღვევს. რა შეუშლის ხელს. ნაცმოძრაობის იმედი კვლავაც აქვს, ერთადერთი რისი იმედიც შეიძლება არ ჰქონდეს არის პროკურატურა, სისხლის სამართლებრივი გამოძიება. სამართლებრივად უცბად გამიჭირდება პასუხის გაცემა, მაგრამ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფონზე, სამომავლო კონსტიტუციის დარღვევა შეიძლება უკვე იძენდეს სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ნიშნებს.
იმ ადამიანის მიზანი როცა არის ქვეყნის სასიციცხლო ინტერესებთან დაპირისპირება, ის ყველაფერს გააკეთებს. მას აღარ აქვს მუხრუჭი და ეს არის მიზეზი რატომაც არ იმსახურებს პრეზიდენტის თანამდებობაზე ყოფნას"- თქვა კობახიძემ.
კობახიძეს პრეზიდენტმა მალევე უპასუხა "-"პროკურატურით ვერ შემაშინებთ" - ეუბნება ოცნებას სალომე ზურაბიშვილი.