11 წელი ამტკიცებდით, რომ საქართველომ დაიწყო ომი და ახლა გაგახსენდათ ეროვნული ინტერესი? - დეკანოიძე "ოცნებას"

18.10.23 14:54
11 წელი ამტკიცებდით, რომ საქართველომ დაიწყო ომი და ახლა გაგახსენდათ ეროვნული ინტერესი? - დეკანოიძე "ოცნებას"

11 წელი ამტკიცებდით, რომ საქართველომ დაიწყო ომი და ახლა გაგახსენდათ ეროვნული ინტერესი? - ასე მიმართა პარტია "ევროოპტიმისტების" წევრი ხატია დეკანოიძე "ოცნების" ხელისუფლებას.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ მმართველი პარტია ბიძინა ივანიშვილის განკარგულებების მიხედვით მოქმედებს.

ძალიან დიდი ბოდიში, ახლა გაგახსენდათ საქართველოს ეროვნული ინტერესი და ვინ დაიწყო ომი, ეს კითხვა ახლა დასვით? დიდი ბოდიში, მაგრამ მთელი 11 წელი თქვენ ამტკიცებდით, რომ საქართველომ დაიწყო ომი, ამტკიცებდით, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩუმად უნდა იყო, რადგან რუსეთი არ გააღიზიანო. თქვენ ხართ ხელისუფლება, რომელთაც არანაირი თავმოყვარეობა და პრინციპი არ გაგაჩნიათ. ადამიანები, რომლებიც საუბრობდით იამზე, რომ სალომე ზურაბიშვილი იყო საუკეთესო არჩევანი, ახლა საუბრობთ, რომ ცუდი არჩევანია. ბიძინა ივანიშვილი თუ იტყვის, რომ ვარდისფერი შავია, თქვენც იმავეს გაიმეორებთ - აღნიშნა დეკანოიძემ.

მსგავსი სიახლეები