სხვა სკამზე იჯდა, ბატონო, გავრილოვი- ასე პათეტიკურად გაგცემთ პასუხს - მამუკა მდინარაძე ოპოზიციას პასუხობს

09.06.21 18:46
 სხვა სკამზე იჯდა, ბატონო, გავრილოვი- ასე პათეტიკურად გაგცემთ პასუხს - მამუკა მდინარაძე ოპოზიციას პასუხობს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე,  გავრილოვის თემასთან დაკავშირებით ოპოზიციონერი დეპუტატის, გუბაზ სანიკიძის, ბრალდებას პასუხობს.

მდინარაძე აცხადებს, რომ გავრილოვს სკამი პროტოკოლის თანამშრომელმა მიუტანა, რომელმაც თავად არ იცოდა, რა საკრალური მნიშვნელობის მქონე იყო აღნიშნული სავაძელი.

იმ კაცმა თავად, გავრილოვმა, პროტოკოლის რიგით თანამშრომელს უთხრა, ერთი სკამი მომიტანეო. პროტოკოლის თანამშრომელმა რა იცის, ხო. მიუტანა სკამი და წამოსკუპდა.

თუ ასეთი საკრალური ნივთის გამოჩენა გინდათ, სხვა სკამზე იჯდა, ბატონო, ის კაცი [გავრილოვი]. ასე პათეტიკურად გაგცემთ პასუხს.

ჩვენი ყველაზე დიდი დანაშაული - ეს რომ დავუშვით. ამ 8-9 წლის განმავლობაში ამაზე უარესი არაფერი გახსენდებათ, რომ შეცდომა დაუშვა პროტოკოლის თანამშრომელმა. არავის ვაბრალებ, ჩვენი შეცდომა იყო, ამ დარბაზში რომ შემოვუშვით. მაგრამ, ამ ტექნიკურ შეცდომას ამ საკრალურობის გამო მოჰყვა გულწრფელი ემოციები - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დღეს ოპოზიციონერმა დეპუტატმა, გუბაზ სანიკიძემ, მმართველ პარტიას კითხვა დაუსვა,  ,,როგორ აღმოჩნდა გავრილოვი ზვიადის სავარძელში?"