აიღეთ ბილეთი და იარეთ, იარეთ, ამათ და მტრის ჯინაზე - გოცირიძე პრეზიდენტს

18.10.23 15:08
აიღეთ ბილეთი და იარეთ, იარეთ, ამათ და მტრის ჯინაზე - გოცირიძე პრეზიდენტს

"ევროოპტიმისტების" ლიდერი რომან გოცირიძე ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილმა დღევანდელ გამოსვლაზე ისევ გადააფარა ხელი ბიძინა ივანიშვილს და ყველაფერში რუსეთი და "ოცნება" დაადანაშაულა. 

ამის მიუხედავად, გოცირიძე ამბობს, რომ პრეზიდენტი ბოლომდე მართალია მმართველ გუნდთან, ამიტომაც სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებს, ბილეთი აიღოს და კვლავ გააგრძელოს ევროპაში ვიზიტები მტრისა და "ოცნების" ჯინაზე. 

სალომე ზურაბიშვილმა ფაქტობრივად ისევ გადააფარა ხელი ბიძინა ივანიშვილს. ის ხომ არ არის პოლიტიკაში, იოს ხომ წავიდა აქედან, ამიტომ თურმე რუსეთი ყოფილა დამნაშავე და თქვენ, "ქართული ოცნების" ლიდერები  და ბიძინა არსად არ არის. ჯანდაბას, დადგება დრო  რომ მემუარებში დაწერს მერე ოდესმე და როგორადაც არ უნდა ვაკრიტიკოთ მისი შეცდომები, ბევრი შეცდომები მოსვლია, მაგრამ დღეს სალომე ზურაბიშვილი თქვენთან მიმართებით არის სწორი. ის დგას ევროპის გზაზე, საქართველოს ინტერესებს იცავს, უკრაინის გვერდით დგას და მისი გადაყენების მთავარი ამოცანა სწორედ იყო გაგეჩერებინათ და მოგეხდინათ მისი პარალიზება. ამიტომ მოვუწოდებთ ქალბატონ სალომეს, აიღეთ ბილეთი და იარეთ, იარეთ როგორც დადიოდით ამათ და მტრის ჯინაზე". - განაცხადა გოცირიძემ.

მსგავსი სიახლეები