ეყოთ გამბედაობა და დააფიქსირონ საკუთარი არგუმენტირებული აზრი - ოდიშარია ოპოზიციას

18.10.23 16:07
ეყოთ გამბედაობა და დააფიქსირონ საკუთარი არგუმენტირებული აზრი - ოდიშარია ოპოზიციას

"ქართული ოცნების" წევრი ბექა ოდიშარია ოპოზიციის წარმომადგენლებს პარლამენტში პლენარულ სხდომაზე დასწრებასა და საკუთარი არგუმენტირებული აზრის დაფიქსირებისკენ მოუწოდებს.

ოდიშარია მიიჩნევს, რომ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს არანაირი სათქმელი არ გააჩნიათ, რის გამოც ისინი პარლამენტის ტრიბუნასთან საჯაროდ გამოსვლას თავს არიდებენ.

თუ მათ აქვთ კონტრარგუმენტი, არ უნდა გაიქცნენ დარბაზიდან და ეყოთ გამბედაობა, დააფიქსირონ საკუთარი არგუმენტირებული აზრი, თუმცა ვფიქრობ, რომ მათ სათქმელი არაფერი აქვთ, ამიტომ თავს არიდებენ საჯაროდ გამოსვლას და პასუხისმგებლობის აღებას - აღნიშნა ოდიშარიამ.

 

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები