მეტს მოველოდით, შეცოდების პასაჟებს ავითარებდა - ბეჟაშვილი პრეზიდენტზე

18.10.23 15:32
მეტს მოველოდით, შეცოდების პასაჟებს ავითარებდა - ბეჟაშვილი პრეზიდენტზე

ენმ-ს წერვი ლევან ბეჟაშვილი, რომელიც პრეზიდენტის იმპიჩემნტის პროცედურას თვალყურს თანაგუნელებთან ერთად ფრაქციის ოთახიდან ადევნებს, ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილის სფიჩისგან მეტს მოელოდა. ოპოზიციის წევრის თქმით, პრეზიდენტმა ოლიგარქის თემა საერთოდდ უგულებელყო და მხოლოდ შეცოდების პასაჟებით შემოიფარგლა. 

ლევან ბეჟაშვილი ფიქრობს, რომ პრეზიდენტი, რეალურად ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენელია, რომელიც ზურაბიშვილისგან პროევროპელი მებრძოლი ლიდერის შექმნას ცდილობს. 

სალომე ზურაბიშვილისგან განცხადებაში მეტს მოველოდით, პრაქტიკულად, მან აირჩია პოზიცია, სადაც ის შეცოდების პასაჟებს ავითარებდა, თუმცა რეალირად ვერცერთი სიტყვა ვერ მოვისმინეთ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით, ოლიგარქიულ მმართველობასთან დაკავშირებით. ის, რა სისტემა შექმნა დღეს ბიძინა ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“. პრაქტიკულად, არცერთი სიტყვა არ ითქვა და ბუნებრივია, ეს ავითარებს იმას, რასაც ჩვენ მუდმივად ვამბობთ, რომ სალომე ზურაბიშვილი, რეალურად, ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენელია. ბიძინა ივანიშვილის ცდილობს სალომე ზურაბიშვილისგან შექმნას პროევროპელი მებრძოლი ლიდერი და ეს იმპიჩმენის პროცედურაც გარკვეულწილად, ამისთვის არის განკუთვნილი. როდესაც სალომე ზურაბიშვილი საუბრობს სასამართლო ხელისუფლების უზურპაციაზე, მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში ეს სასამართლო გადაწყვეტილებებს არ იღებდა? მაშინ რა ლოგიკით არ იღებს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის შეწყალების გადაწყვეტილბას? - ამბობს ბეჟაშვილი.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში ამ წუთებში პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა მიმდინარეობს.  დეპუტატებს ცოტა ხნის წინ სიიტყვით თავად სალომე ზურაბიშვილმა მიმართა. 

მსგავსი სიახლეები