"ივანიშვილის დადგმული შოუ" - გიორგი ვაშაძე პრეზიდენტის იმპიჩმენტზე
"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურას ივანიშვილის დადგმულ შოუს უწოდებს. ოპოზიციონერი ლიდერი ფიქრობს, რომ ოლიგარქი ზურაბიშვილისგან ახალი პროდასავლური პარტიის შექმნას ცდილობს.
ეს არის ივანიშვილის დადგმული შოუ, სპეცოპერაცია, რომ სალომესგან ახლა შექმნან ახალი პროდასავლური პარტია. რისთვის? იმიტომ, რომ ნამდვილი ოპოზიცია, ვინც ხალხის ინეტერსებს იცავს და ევროპულ მისწრაფებებს იცავს, გაწიონ პროცესიდან. ასმ ვერ ეღირსებიან. აი, მაგიტომ დავტოვეთ მარტო ეს ორი საცეცი, რომელიც არის ბიძინა ივანიშვილის. მეორე მნიშვნელოვანი საკითხია, რომ ოპოზიციამ დღეს გაიმარჯვა, ვერ იყიდა და ვერ გადატეხა პრორუსულმა „ქართულმა ოცნებამ" ოპოზიცია. სად არის სალომე ზურაბიშვილის განსხვავებული პოზიცია „ქართული ოცნებისგან“? მარტო ამ შოუში? ამიტომ არ ვარ შიგნით, - ამბობს გიორგი ვაშაძე.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტში ამ წუთებში პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა მიმდინარეობს. დეპუტატებს ცოტა ხნის წინ სიტყვით თავად სალომე ზურაბიშვილმა მიმართა.