კონსტიტუციის მცველები კი არა, კონსტიტუციით მოვაჭრეები ხართ - ნაცვლიშვილი "ოცნებას"
გქონდათ შესაძლებლობა ამ ქვეყნის ისტორიული ოცნება აგესრულებინათ და თქვენ ამ "ოცნებას" ახლა უპირებთ სანაგვეზე გადაგდებას, - ამ სიტყვებით მიმართა "ლელოს" წევრმა ანა ნაცვლიშვილმა პარლამენტში "ოცნების" დეპუტატებს. ოპოზიციის წევრმა ხელისუფლებას უთხრა, რომ ხელისუფლებიდან წავსლცა მოუწევთ, რადგან ქვეყანა რუსულ ჭაობში არასდროს დაბრუნდება.
დღეს ჩვენ არ ვუყურებთ მხოლოდ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესს და აქ არ არის მხოლოდ ორი მხარე წარმოდგენილი. არ მოგატყუოთ ამ ხელოვნურად შექმნილმა სურათმა. ორი მხარეა რასაც თქვენ გაყურებინებთ "ქართული ოცნება" - ეს ორი მხარე არის საქართველოს რუსული წარსული თუ საქართველოს ევროპული მომავალი. სხვა საკითხი აქ არ იხილება. დავბრუნდებით რუსულ ჭაობში და შეგვითრევს ისევ იმპერია, თუ შევძლებთ სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნას და ვიქნებით ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი? არ შეგაშინოთ იმ სიპატარავემ და სიმხდალემ რასაც უმრავლესობაში ხედავთ, ეს არ იქნება საქართველოს მომავალი. როგორც მარტში რუსული კანონის უკან წაღება მოგიწიათ, ისე მოგიწევთ ბევრი რამის უკან წაღება და მოგიწევთ წასვლაც ხელისუფლებიდან, იმიტომ, რომ თქვენ გერგოთ უდიდესი შესაძლებლობა, რომელიც არ დაგიმსახურებიათ. თქვენ გერგოთ შესაძლებლობა ამ ქვეყნის ისტორიული ოცნება აგესრულებინათ და თქვენ ამ "ოცნებას" ახლა უპირებთ სანაგვეზე გადაგდებას, იმიტომ, რომ შეასრულოთ კრემლის დაკვეთა. არ მოგცემთ ამის შესაძლებლობას, - თქვა ნაცვლიშვილმა.
"ლელოს" წევრმა "ოცნებას" პირდაპირ უთხრა, რომ ისინი არა კონსტიტუციის მცველები, არამედ ქვეყნის მთავარი კანონით მოვაჭრეები არიან.
თქვენ გინდათ დღის წესრიგი გადაფაროთ ასეთი ფარსი პროცესებით, იმიტომ რომ არაფერი არ გაქვთ საქართველოს მოქალაქეებისთვის სათქმელი. კონსტიტუციის მცველები კი არა კონსტიტუციით მოვაჭრეები ხართ. ჩვენ ვნახეთ სამი ადამიანი, რომლებმაც დაიცვეს საქართველოს კონტიტუცია და ამ მაღალი ტრიბუნიდან დავუდასტორო მათ პატივისცემა და ასევე მინდა პატიოვიოსცემა დავუდასტურო საქართველოს მეოთხე პრეზიდენტს, რომელმაც ორი მოსამართლე წარადგინა, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ წუთებში პარლამენტში პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა მიმდინარეობს.