ევაკუაცია საფრანგეთის 6 აეროპორტში - რა გახდა განგაშის სიგნალის მიზეზი?
მოსალოდნელი თავდასხმის გამო საფრანგეთის 6 აეროპორტში ევაკუაცია გამოცხადდა. განგაშის სიგნალი ლილის, ლიონ-ბრონის, ნიცას, ნანტის, ტულუზისა და ბოვეს აეროპორტებში თავდასხმის მუქარის შემდეგ გაისმა.
გავრცელებული ინფორმაციით, აეროპორტებში ანონიმური შეტყობინება ასაფეთქებელი ნივთიერების არსებობის შესახებ შევიდა, ეჭვს მიტოვებული ბარგი იწვევდა.