გილოცავთ, ენმ-ს ერთადერთ კამპანიაში არ იყავით ჩართული და დღეს იმაში ჩაერთეთ, რასაც შვილების ბულინგის კამპანია ჰქვია - მდინარაძე პრეზიდენტს

18.10.23 16:02
გილოცავთ, ენმ-ს ერთადერთ კამპანიაში არ იყავით ჩართული და დღეს იმაში ჩაერთეთ, რასაც  შვილების ბულინგის კამპანია ჰქვია - მდინარაძე პრეზიდენტს

"ქართული ოცნების" იერიში პრეზიდენტზე - მამუკა მდინარაძემ პრეზიდენტი "ნაციონალური მოძრაობის" მოკავშირედ კიდევ ერთხელ გამოაცხადა და თქვა, რომ პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას მათი შვილები დააბულინგა.

შემიძლია მოგილოცოთ ნაცმოძრაობის ერთადერთ კამპანიაში არ იყავით ჩართული და დღეს იმაში ჩაერთეთ, რასაც  შვილების ბულინგის კამპანია ჰქვია. რას ეტყვით თქვენს შვილებსო და მე პირადად ვეტყვი, როგორც მწამდა და მჯეროდა მე თავად, იმას ვაკეთებდი მთელი ცხოვრება პოლიტიკაში, სხვის დავალებებს არ ვიღებდი და არც მივიღებ არასდროს, ამას ვეტყვი საკუთარ შვილებს და მათ თავს დავიფიცებ, რომ ეს ასე იქნება“,-აცხადებს მდინარეძე

სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი ქვეყნის ბედსაც განსაზღვრავს და იმ დეპუტატების მომავალსაც, ვინც ამ პროცესში მიიღებს მონაწილეობას.

როგორ ჩახედავთ შვილებს თვალებში, როგორ აუხსნით, რომ პირად კეთილდღეობაში გაცვალეთ მათი ევროპული მომავალი - თქვა პრეზიდენტმა "ოცნების" მისამართით. 

მსგავსი სიახლეები