ცირკში და შოუში მონაწილეობა მე დავამთავრე, კენჭისყრაზე დარჩით მარტო - აქუბარდია "ოცნებას"

18.10.23 16:09
ცირკში და შოუში მონაწილეობა მე დავამთავრე, კენჭისყრაზე დარჩით მარტო - აქუბარდია "ოცნებას"

ცირკში და შოუში მონაწილეობა მე დავამთავრე, კენჭისყრაზე დარჩით მარტო - ასე მიმართა "ოცნებას" ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ. 

როგორც აქუბარდიამ აღნიშნა, ის სალომე ზურაბიშვილის თხოვნას ითვალისწინებს და პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესს ეწინააღმდეგება.

„ამ ცირკში და შოუში მონაწილეობა მე ჩემი დავამთავრე. კენჭისყრაზე დარჩით მარტო. მე ვითვალისწინებ პრეზიდენტის თხოვნას და კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ ვეწინააღმდეგები ამ იმპიჩმენტის პროცესს, არა იმიტომ რომ მე ქალბატონ ზურაბიშვილს ვიცავ, არამედ იმიტომ, რომ თქვენ არ მოგეცეთ შესაძლებლობა, მიიტაცოთ სახელმწიფო ინსტიტუტი. დიახ, თქვენ სახელმწიფო ინსტიტუტების მიტაცებაში არათუ ბრალი გედებათ, არამედ, ამისი ძალიან ბევრი ფაქტი არსებობს,“ - განაცხადა აქუბარდიამ.

მსგავსი სიახლეები