"არ მაინტერესებს, არ ვნერვიულობ"- კალაძე მოსალოდნელ სანქციებზე

18.10.23 16:32
"არ მაინტერესებს, არ ვნერვიულობ"- კალაძე მოსალოდნელ სანქციებზე

დედაქალაქის მერი ამტკიცებს, რომ არ "არ აინტერესებს" და არ "ნერვიულობს" დაასანქცირებს თუ არა მას უკრაინა. "ღმერთმა მაგაზე მეტი სანერვიულო არ მომცეს, არც მე და არც ჩემს ოჯახს"- ამბობს კალაძე "პირველების" კითხვის საპასუხოდ. 

კალაძის თქმით, საკუთარ თავს და  ქონებას როგორმე თვითონ მიხედავს.

ნუ მანერვიულებთ ხოლმე, ძალიან გთხოვთ, იმდენი მაქვს სანერვიულო... ვიცი, რომ თქვენ ჩემზე ძალიან განიცდით, ძალიან ნერვიულობთ. მინდა დაგამშვიდოთ და ამ შემთხვევაში არ ინერვიულოთ, მე თავად არ ვნერვიულობ (სანქციებთან დაკავშირებით). ღმერთმა მაგაზე მეტი სანერვიულო არ მომცეს, არც მე და არც ჩემს ოჯახს. მეტი პასუხი არ მაინტერესებს, საერთოდ არ მაინტერესებს". - განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ ამერიკული სანქციების სიაში მომდევნო კახა კალაძე იქნება. 

მსგავსი სიახლეები