საქართველოს ამჟამინდელი მთავრობა არ იმეორებს წინამორბედის შეცდომებს - რუსი დეპუტატი "ოცნებას" აქებს
რუსი დეპუტატი ანდრე კლიმოვი საქართველოს პრეზიდენტს პრორუსული პოლიტიკის გამო აკრიტიკებს. მისი მტკიცებით, თუ საქართველოს ეყოლბეა პრეზიდენტი, რომელიც ქართველი ხალხის ინტერესებს გაითვალისწინებს, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები უფრო დალაგდება.
ამასთან, დეპუტატი "ქართულ ოცნებას" აქებს და ამბობს, რომ ის წინამორბედის შეცდომებს არ იმეორებს.
ამჟამინდელი პრეზიდენტის პირობებში ურთიერთობის გაუმჯობესება რთულია. იმიტომ რომ ის პირველ რიგში ფიქრობს საფრანგეთის ინტერესებზე და ყველაზე ნაკლებად ფიქრობს ქართველი ხალხის მომავალზე. ზურაბიშვილს, პარიზსა ვაშინგტონს სურთ, რომ ურთერთბები საქართველო მუდმივად დაპირისპირებული იყოს რუსეთთან.
სალომე ზურაბიშივლს არც სჭირდება იყოს აგენტი, ის არის ნატოს წვრი ქვეყნის მოქალაქე, რომელიც თვლის რუსეთს მტრულ სახელმწიფოდ. ძალიან ფრთხილად ვიტყვი, რომ თუ იქნება პრეზიდენტი, რომელიც ქართველი ხალხის ინტერესებით იხელმძღვანელებს, წინააღმდეგობები ურთიერთობის დასალაგებლად რუსეთთან, იქნება ნაკლები.
ამჟამინდელი მთავრობა ძალიან სერიოზულად ეკიდება ქართველი ხალხის ინტერესებს. თბილისსა და მოსკოვს შორის ურთიერთობის გაღრმავება ყველა მიმართულებით სასარგებლო იქნება. ჩემი ხედვით, ამჟამინდელი მთავრობა არ იმეორებს წინამორბედის შეცდომებს, - ამბობს კლიმოვი.