ივანიშვილი და სხვები მოქმედებენ საქართველოს ინტერესების სასარგებლოდ, რასაც ვერ ვიტყვი პრეზიდენტზე - რუსი დეპუტატი

18.10.23 17:14
ივანიშვილი და სხვები მოქმედებენ საქართველოს ინტერესების სასარგებლოდ, რასაც ვერ ვიტყვი პრეზიდენტზე - რუსი დეპუტატი

რუსეთის დუმის დეპუტატი ლეონიდ კალაშნიკოვი ღიად აცხადებს, რომ საქართელოს მოქმედი პრეზიდენტი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს აზიანებს. მისი თქმით, რაც ნაკლებად იქნებიან საქართველოს პოლიტიკაში ზურაბიშვილის მსგავსი ადამიანები, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა მეტად დათბება. 

ამასთან, კალაშნიკოვი ამტკიცებს ამბობს, რომ პრეზიდენტისგან განსხვავებით საქართველოს ხელისუფლება და ივანიშვილი ქართელი ხალხის ინტერესებით მოქმედებენ. 

რაც ნაკლებად იქნებიან ისეთი ადამიანები საქართველოს ხელისუფლებაში ვინც ნეგატიურად იქცევიან რუსეთთან მიმართებაში, მით უფრო დათბება ქართულ- რუსული ურთიერთობები. ეს მათემატიკაა. რაც მეტი იქნება პოლიტიკაში ისეთი ადამიანი, ვისაც რუსეთთან უერთიერთობის დათბობა უნდა, მით უკეთესი. სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთიდან ჩამოვიდა, ის მუდამ მტრულად იყო განწყობილი რუსეთის მიმართ, მთელი მისი პოლიტიკა, რომელიც მოდიოდა ევროკავშირიდან. ვიზების გაუქმებაც კი დაიწუნა. მე რეალურად ვხედავ რა ხდება! ივანიშვილი და სხვები მოქმედებენ საქართველოს ინტერესების სასარგებლოდ რასაც ვერ ვიტყვი პრეზიდენტზე, - ამბობს კალაშნიკოვი. 

მსგავსი სიახლეები