"რად გიღირთ ასეთი პრეზიდენტობა? მამაძაღლმა სეთურმა რიგით ნაციონალს დაგამსგავსათ" - კობახიძე პრეზიდენტს

18.10.23 16:41
"რად გიღირთ ასეთი პრეზიდენტობა? მამაძაღლმა სეთურმა რიგით ნაციონალს დაგამსგავსათ" - კობახიძე პრეზიდენტს

"რას დაგამსგავსათ მამაძაღლმა სეთურმა? დაგამსგავსათ რიგით ნაციონალს" - ასე მიმართა ირაკლი კობახიძემ  პარლამენტის ტრიბუნიდან საქართველოს პრეზიდენტს.

კობახიძემ სალომე ზურაბიშვილს კითხვით მიმართა, თუ რად უღირს ასეთი პრეზიდენტობა

"რად გიღირთ ასეთი პრეზიდენტობა, როდესაც მუდმივად გიწევთ გახვიდეთ ზრდილობის ფარგლებს მიღმა როდესაც მუდმივად გიწევთ სახელმწიფოზე და ინსტიტუტებზე თავდასხმა, როცა ღიად გიწევთ რევოლუციური პროცესების მხარდაჭერა, რად გიღირთ ასეთი პრეზიდენტობა, მე არ ვიცი. აქ დღეს ლიტერატურიდან იყო ფრაზები, გაიხსენეს კოლეგებმა. ერთი ფრაზა მეც მინდა გავიხსენო, რას დაგამსგავსათ მამაძაღლმა სეთურმა? დაგამსგავსათ რიგით ნაციონალს". - თქვა კობახიძემ.  

მსგავსი სიახლეები