რისთვის იბრძვიან, რას ჭიდაობენ - ვოლსკი ოპოზიციაზე

18.10.23 17:07
რისთვის იბრძვიან, რას ჭიდაობენ - ვოლსკი ოპოზიციაზე

"რისთვის იბრძვიან, რას ჭიდაობენ?!" - "ქართული ოცნების" წევრი გია ვოლსკი აცხადებს, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ქვეყანაში დესტაბილიზაციის შექმნისთვის ემზადებიან.

ვოლსკის თქმით, ოპოზიციონერების უმრავლესობა, რომელთაც ადამიანების სისხლში აქვთ ხელი გასვრილი, "ნაცმოძრაობის" რევოლუციურ კოლექტიურად ჩამოყალიბებას ცდილობენ.

რისთვის იბრძვიან, რას ჭიდაობენ?!  რაც იყო გაჟღერებული არაერთხელ დღეს კიდევ აქტუალური გახდა - ემზადებიან იმისათვის, რათა ქვეყანაში დესტაბილიზაცია შექმნან. რა სუს-ს აკრიტიკებთ აქ, რატომ?! იმიტომ, რომ მოიპოვა ზუსტი მასალები იმისა, თუ როგორ ამზადებენ ახალგაზრდებს იმ უბედურებისთვის, რაშიც უნდა გახვიონ ჩვენი ქვეყანა?!. რომელ სიტყვაში შეიძლება შემედავოთ ამ წუთში და რატომ შეიძლება საქართველოს და საქართველოს ხელისუფლებას უწოდო პრორუსული და თქვენ უმრავლესობა, რომელსაც გასვრილი გაქვთ ხელი ადამიანების სისხლში, ეს შავი ლაქა ვერ მოგიშორებიათ და იმის მაგივრად, რომ გაემიჯნოთ ამ დანაშაულს პირიქით, ერთი სული აქვთ მოხვდნენ კოლექტიურად ჩამოყალიბებულ "ნაცმოძრაობის" რევოლუციურ, თუ საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულთა გუნდში - აღნიშნა ვოლსკიმ.

მსგავსი სიახლეები