მოვიწონებ ნაბიჯს, თუ ზურაბიშვილი "ოცნებას" ზურგს აქცევს - ახვლედიანი

18.10.23 17:31
მოვიწონებ ნაბიჯს, თუ ზურაბიშვილი "ოცნებას" ზურგს აქცევს - ახვლედიანი

პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი არმაზ ახვლედიანი ამბობს, რომ თუ სალომე ზურაბიშვილი "ოცნებას" ზურგს აქცევს, ამ ნაბიჯს მოუწონებს. 

ახვლედიანს სჯერა, რომ სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის მანდატით თუ მის გარეშე, იქნება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მონაწილე 2024 წლის არჩევნებში.

პარტიას შეგიძლია ემსახურო მანამ, ვიდრე მისი ზრახვა, ინტერესი არ ეწინააღმდეგება საქვეყნო პოლიტიკას. როგორც კი ეს წინააღმდეგობა ჩნდება, უნდა აქციო ზურგი. მე, ამ მხრივ, მოვიწონებ ყველა პოლიტიკოსის გადადგმულ ნაბიჯს, მათ შორის, სალომე ზურაბიშვილის, რომელიც, შესაძლოა, გვიან, მაგრამ კარგად გაერკვა ვითარებაში და ზუსტად მიხვდა რა არის თანამედროვე საქართველოსთვის პრიორიტეტული. რომ პრიორიტეტულია ბრძოლა საქართველოში ევროპულობის გადასარჩენად. მე მჯერა, რომ სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის მანდატით თუ მის გარეშე, იქნება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მონაწილე 2024 წლის არჩევნებში“,- განაცხადა ახვლედიანმა.

მსგავსი სიახლეები