კობახიძე ზურაბიშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას არ გამორიცხავს
იმპიჩმენტის პროცედურის ჩავარდნის შემდეგ, ირაკლი კობახიძე ზურაბიშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას არ გამორიცხავს, თუმცა იმასაც ამბობს, რომ ამაზე საუბარი ნაადრევია.
კობახიძე არც იმას გამორიცხავს, რომ სალომე ზურაბიშვილმა მომავალშიც უხეშად დაარღვიოს კონსტიტუცია.
"ვერ შევალ მაგ დეტალებში, თეორიულად შეიძლება, მე არ ვარ სისხლის სამართლის სპეციალისტი, შეიძლება მე მქონდეს ზოგადი დასკვნები, მაგრამ სჯობს სისხლის სამართლის სპეციალისტებმა განმარტონ ეს ყველაფერი. ამაზე საუბარი ნაადრევია. მე არ გამოვრიცხავ, რომ სალომე ზურაბიშვილმა მომავალშიც უხეშად დაარღვიოს კონსტიტუცია. მას აქვს ასეთი დავალება,რომ სცადოს ქვეყნის გაყვანა კონსტიტუციური ჩარჩოებიდან, რაც ჩვენი მხრიდან არ იქნება დაშვებული და ნებისმიერ ასეთ ქმედებაზე იქნება რეაგირება" თქვა კობახიძემ.