საქართველოს ხელისუფლება და ოკუპანტი სახელმწიფო ერთ ხმაში საუბრობენ - ნაცვლიშვილი
საქართველოს ხელისუფლება და ოკუპანტი სახელმწიფო ერთ ხმაში საუბრობენ, - ასე აფასებს "ლელოს" წევრი ანა ნაცვლიშვილი რუსეთიდან გამოხმაურებებს, რომელიც "ოცნების" ქმედებებზე კმაყოფილებას ვერ მალავს.
ერთ ხმაში საუბრობს საქართველოს ხელისუფლება და საქართველოს ოკუპანტი სახელმწიფოს ხელისუფლება, რაც არის მტკიცებულება, ფაქტობრივად, იმისა, რაზეც ჩვენ, „ლელო“ ვამახვილებთ განსაკუთრებით ბოლო პერიოდში ყურადღებას, - ამბობს ანა ნაცვლიშვილი.
პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირეით რუსეთი კმაყოფილებას ვერ მალავს. რუსული პროპაგანდისტული მედია დღეს საქართველოს ხელისუფლების საქებარი სტატიებით აჭრელდა. კრემლი აცხადებს, რომ საქართელოს ხელისუფლება პრაგმატულია, სალომე ზურაბიშვილი კი რუსოფობი, რომლის პრეზიენტობაც რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს აზიანებს.