ირაკლი კობახიძე ლუზერი და უზრდელია - ანა ბუჩუკური

18.10.23 17:32
ირაკლი კობახიძე ლუზერი და უზრდელია - ანა ბუჩუკური

"საქართველოსთვის" წევრი ანა ბუჩუკური "ოცნების" თავმჯდომარე "ლუზერად" და "უზრდელად" მოიხსენიებს. ოპოზიცის წევრი ამბობს, რომ ხელისუფლებას რუსული კანონის მსგავსად პრეზიდენტის იმპიჩმენტიც ჩაუვარდა. 

დღეს რაც ვნახეთ, ირაკლი კობახიძე იყო ამის ნათელი სახე, ლუზერის და უზრდელის. ეს არის ლუზერობის მეორე ძალიან მასიური შემთხვევა: რუსული კანონის მიღება უნდოდათ - ჩაუვარდათ, პრეზიდენტის იმპიჩმენტი უნდოდათ - ჩაუვარდათ, - ამბობს ანა ბუჩუკური.
 

პრეზიდენტის იმპიჩმენტი ვერ შედგა - კობახიძის გუნდმა სალომე ზურაბიშვილის თანამდებობიდან გადაყენება ვერ შეძლო. მმართველი პარტია 3 "მოღალატე" დეპუტატს ეძებს.  

მსგავსი სიახლეები