„ოცნების“ ოცნება ვერ ასრულდა - ნატო ჩხეიძე პრეზიდენტს იმპიჩმენტზე
„ოცნების“ ოცნება ნამვილად ვერ ასრულდა, - ასე აფასებს ოპოზიციონერი დეპუტატი ნატო ჩხეიძე პრეზინდეტის იმპიჩმენტის ჩავარდნას. დეპუტატი ამბობს, რომ "ოცნების" დამარცხება ოპოზიციის დამსახურებაა და წინააღმდეგობები მომავალშიც იქნება.
„ოცნების“ ოცნება ნამვილად ვერ ასრულდა და საწადელს რომ ვერ მიაღწია მმართველმა ძალამ ნებისმიერ საკითხში, რა თქმა უნდა, ეს არის წინააღმეგობის გამო და ეს წინააღმდეგობა გაწეული იყო ოპოზიციის მხრიდან. ეს არის კიდევ ერთ-ერთი გამარჯვება, იმიტომ, რომ ასეთი იყო, თუნდაც მარტის თვეებში და მომავალშიც იქნება, - ამბლბს ნატო ჩხეიძე.
პრეზიდენტის იმპიჩმენტი ვერ შედგა - კობახიძის გუნდმა სალომე ზურაბიშვილის თანამდებობიდან გადაყენება ვერ შეძლო. მმართველი პარტია 3 "მოღალატე" დეპუტატს ეძებს.