ზურაბიშვილმა კონსტიტუცია ფეხქვეშ გაიფინა- ღუდუშაური პრეზიდენტზე
"ზურაბიშვილმა კონსტიტუცია გაიფინა ფეხქვეშ და ისეთ მოქმედებებს სჩადის ეს ადამიანი, რომ არ ვიცი" - ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" დეპუტატი ალუდა ღუდუშაური ზურაბიშვილის მიერ ოთარ ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხს.
"ქართული ოცნების" დეპუტატის ალუდა ღუდუშაურის თქმით, მათ ნახეს პრეზიდენტის ურთიერთგამომრიცხავი განცხადება, თუ რატომ მიიღო მან ახლა გადაწყვეტილება.
ზურაბიშვილმა კონსტიტუცია გაიფინა ფეხქვეშ და ისეთ მოქმედებებს სჩადის ეს ადამიანი, რომ დღეს მითუმეტეს და გუშინდელი მისი განცხადებები თუ გამოსვლა თუ მუქარა, არ ვიცი, რომ ძლიერ სურათს შექმნიდა, დეპუტატებს ეუბნება თქვენ გარეთ გადით მე ზევით ვიქნები, თქვენ ქვევით დამელოდეთ და ა.შ. ამის შემდეგ რა უნდა გაუკვირდეთ მე არ ვიცი. მას უნდა ჰკითხოთ რატომ მიიღო, ან მანამდე რატომ არ მიიღო. მთავარი არის, რომ იუსტიციის სამინისტრო ოთარ ფარცხალაძესთან მიმართებაში მიიღო გადაწყვეტილება და ეს გვახსოვს, რომ ელოდებოდა მყისიერ რეაგირებას მოახდენდა, მაგრამ გავიდა გარკვეული პერიოდი. მისი ურთიერთგამომრიცხავი განცხადებაც ვნახეთ, თუ რატომ მიიღო ახლა ეს განცხადება. ამის კითხვის ადრესატი არის მხოლოდ და მხოლოდ სალომე ზურაბიშვილი", - ამბობს "ქართული ოცნების" დეპუტატმა ალუდა ღუდუშაური.