არცერთი სიტყვა ივანიშვილზე - პრეზიდენტს ოლიგარქი არ უხსენებია
20 წუთიანი გამოსვლა და არცერთი სიტყვა ბიძინა ივანიშვილზე - ქვეყნის პრეზიდენტმა დღეს სხდომათა დარბაზში ისაუბრა "ოცნების" პარტიულ მაღალჩინოსნებზე, ვისგანაც მისი გადაყენების დაკვეთა მოდის, ისაუბრა "ოცნების" რუსულ პოლიტიკაზეც, თუმცა ოლიგარქის ხსენება ვერ გაბედა.
ოპოზიცია პრეზიდენტს სიტყვით გამოსვლას უწონებს, თუმცა ამბობს, რომ მისგან მეტს ელოდნენ. ხელისუფლების ოპონენტები პირდაპირ ამბობენ, რომ პრეზიდენტი თავის სიტყვაში უფრო თამამი უნდა ყოფილიყო და ივანიშვილზეც პირდაპირ უნდა ესაუბრა.
სწორი იქნებოდა, ბიძინა ივანიშვილზე უფრო გაეკეთებინა კონცენტრირება, მაგრამ დანარჩენი რაც თქვა, რა თქმა უნდა, მე მას ყველაფერში ვეთანხმები. ნებსმიერი მათგანი, რომელიც აქ არის, 80-ვე, ეს ადამიანები საქართელოს კი არ წარმოადგენენ, წარმაოდგენენ ერთ ადამიანს და ამ ერთ ადამიანს ეს ადამიანების დაკავებული ჰყავს მხოლოდ ფულით, იმიტომ, რომ მათთის იდეოლოგიური არჩევანი ეს არ არის, - ამბობს ხატია დეკანოიძე.
სალომე ზურაბიშვილისგან მეტს მოელოდა "ლელოს" წევრი ანა ნაცვლიშვილიც. მისი თქმით, ზურაბიშვილს დღეს მიმდინარე პროცესების და იმპიჩმენტის მთავარი რეჟისორი, ივანიშვილი ღიად უნდა ეხსენებინა.
ეს არის ალბათ ის ნაწილი, რომელზეც ყველას ჰქონდა მეტი მოლოდინი, იმიტომ, რომ რეალურად, ჩვენ ვიცით, რომ ამ თამაშების მათ შორის, კულუარული თამაშების მთავარი რეჟისორი არის კრემლი და ამ რეჟისურის მთავარი გამტარი მესიჯის და ორგანიზატორი რომ სწორედ მიადევნოს თვალყური, ყველაფერი ხომ ზედმიწევნით კარგად სრულდება, არის ივანიშვილი. ამიტომ, რა თქმა უნდა, ეს დანაკლისი ბევრს დაგვრჩა. მემგონი დღეს საპარლამენტო ტრიბუნა ნამდვილად საჭიროებდა ამ სიცხადეს, - ამბობს ნაცვლიშვილი.
ამავე აზრს იზიარებს ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა აქუბარდიაც.
ერთხელ თქვა, რომ ივანიშვილი ოლიგარქია და შემდგომ არც არაფერი მომისმენია. მე ვერ გეტყვით მის ნაცვლად, ის რატომ აღარ ახსენებს ბიძნა ივანიშვილს, არ მაქვს წარმოდგენა. ამ მოცემულობაში აბსოლუტურად ცალსახაა, რომ მთელი ის პოლიტიკა, რომელიც გაცხადებული საგარეო კურსის წინააღმდეგ მიმდინარეობს, ეს იმპიჩმენტიც ხომ ამ კურსით თამაშის საკითხია, ხომ? ამ მოცემულობაში, ამ პოლიტიკის დამკვეთი უნდა იყოს მოხსენიებული სათანადოდ, - ამბობს აქუბარდია.