დღეს „ქართულმა ოცნებამ“ წაუგებელი თამაში ითამაშა, ყველა შედეგი ბიძინა ივანიშვილის პირად ინტერესებში შედიოდა - ბეჟაშვილი
დღეს „ქართულმა ოცნებამ“ წაუგებელი თამაში ითამაშა, ყველა შედეგი ბიძინა ივანიშვილის პირად ინტერესებში შედიოდა, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.
ბეჟაშვილი დარწმუნებულია, რომ კობახიძე-ღარიბაშვილის გუნდი საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის პროცესის ხელის შეშლას განაგრძობს.
ბეჟაშვილის თქმით, "ქართული ოცნების" მიერ წაუგებელი თამაში ბიძინა ივანიშვილის პირად ინტერესებში შედიოდა.
„ქართული ოცნება“ და ირაკლი კობახიძე ცდილობს ეს განცხადება, რომელიც მათ გააკეთეს ამას ადასტურებს, რომ ბოლომდე გააგრძელონ ხელის შეშლა საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის პროცესის და ამ პროცესში საქართველოს პრეზიდენტის მონაწილეობის ფარგლები შემოსაზღვრონ.
რეალურად, მათ მიაღწიეს იმ შედეგს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს დააწერინეს შესაბამისი დასკვნა, დაადგენინეს, რომ პრეზიდენტის მოქმედებებში არის კონსტიტუციის დარღვევის ფაქტი და ბუნებრივია, შემდგომ ამით ისინი შეზღუდავენ პრეზიდენტს საგარეო ურთიერთობების კუთხით. მეორე მხრივ, „ქართული ოცნება“ ცდილობს, პრეზიდენტის როლი გამოკვეთოს როგორც ერთადერთი სახელმწიფო ინსტიტუცია, რომელიც ევროინტეგრაციისათვის იბრძვის და პოლიტიკური კაპიტალი ამ მხრივაც დააგროვებინოს სალომე ზურაბიშვილს, რომელიც არ გამოირჩევა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ განცხადებებით და დღევანდელი მისი გამოსვლის არცერთი პასაჟი, არცერთი წამი არ დაეთმო სწორედ ბიძინა ივანიშვილს, მისი ოლიგარქიულ მმართველობას, რომ ეს არის მთავარი პრობლემა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის და საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესის, ამიტომ დღეს „ქართულმა ოცნებამ“ წაუგებელი თამაში ითამაშა თავის მხრივ, ყველა შედეგი ბიძინა ივანიშვილის პირად ინტერესებში შედიოდა - აღნიშნა ლევან ბეჟაშვილმა.