უტვინო მდინარაძე მუდმივად სხვის დავალებებს ასრულებს - ეკა ბესელია

18.10.23 18:35
 უტვინო მდინარაძე მუდმივად სხვის დავალებებს ასრულებს - ეკა ბესელია

"უტვინო და სხვისი დავალებების შემსრულებელი" - ასე ახასიათებს პარტია "სამართლიანობისთვის" ლიდერი ეკა ბესელია "ქართული ოცნების" წევრ მამუკა მდინარაძეს. 

ბესელიამ მდინარაძეს წარსული საქმიანობა "ტვ პირველის" "დღის ამბებში" შეახსენა და თქვა, რომ სალომე ზურაბიშვილის მიმართ წამოწყებული იმპიჩმენტის პროცესი კრახი და სირცხვილია, რასაც დღეს პრეზიდენტ ზურაბიშვილმა ღირსეული პასუხი გასცა.

ვერაფერს პრეზიდენტს იმის გარდა ვერ მოუგონებ, რომ ის წამყვან ევროპელ ლიდერებს ხვდება და შემდეგ მდინარაძე რომ ეუბნებოდა, მომიყევით რაზე ელაპარაკებოდითო, უტვინო, ეს უტვინო მდინარაძე, რომ ამტკიცებდა დღეს არავის დავალებებს არ ვასრულებო, პროფესიაშიც სულ დავალებების შემსრულებელი იყო და ახლაც ხომ საერთოდ.

თუ ამისი ინტერესი ჰქონდა, დაესწარი შეხვედრას, დაიცავი დიპლომატიური ეტიკეტი და მოისმინე, რაზე ლაპარაკობს პრეზიდენტი სხვა ქვეყნის კოლეგებთან. ამაზე მეტს პრეზიდენტს რომ ვერ დააბრალებ, ეს არის კრახი და სირცხვილი. სალომე ზურაბიშვილმა დღეს მათ სათქმელი უთხრა - აღნიშნა ბესელიამ.

მსგავსი სიახლეები