პარლამენტში ვნახეთ "ქართული ოცნების" და რუსული ხელისუფლების კრახი - კუპრაძე

18.10.23 18:44
პარლამენტში ვნახეთ "ქართული ოცნების" და რუსული ხელისუფლების კრახი - კუპრაძე

"ლელო საქართველოსთვის" გენერალურმა მდივანმა "დღის ამბებში" პრეზიდენტის წინააღმდეგ დაწყებულ და პარლამენტში ჩავარდნილ იმპიჩმენტს "ქართული ოცნებისა" და რუსული ხელისუფლების კრახი უწოდა.

კუპრაძის თქმით, მმართველი პარტიის მთავარ მოტივს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესისთვის საბოტაჟის მოწყობა წარმოადგენდა.

დღეს საქართველოს პარლამენტში ვნახეთ "ქართული ოცნების" და რუსული ხელისუფლების კრახი. ეს იყო წარმოუდგენელი კრახი. ფაქტია, რომ "ქართულ ოცნებას" საკმარისი ხმების მობილიზების შესაძლებლობა არ ჰქონდა. მმართველი პარტიის მთავარი მოტივი იყო, რომ კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესს საბოტაჟი მოუწყონ. ოცნების მაქსიმუმი საქართველოს პარლამენტში არის 90-92 ხმა, რომლის ფარგლებშიც მერყეობს მისი ძალადობა, მოსყიდვა, მუქარა სხვადასხვა დეპუტატების მიმართ, 100 ხმა მათთვის იყო შეუძლებელი - აღნიშნა კუპრაძემ.

მსგავსი სიახლეები