დღეს პარლამენტის დარბაზში ოპოზიციამ "ქართულ ოცნებას" ვაჯობეთ - ელისაშვილი
"დღეს პარლამენტის დარბაზში ოპოზიციამ "ქართულ ოცნებას" ვაჯობეთ" - ასე ეხმაურება პარტია "მოქალაქეების" თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი პრეზიდენტის წინააღმდეგ მიმართულ იმპიჩმენტს და ამბობს, რომ მმართველი ხელისუფლება ოპოზიციამ დაამარცხა.
ელისაშვილის თქმით, მიუხედავად მმართველი პარტიის დაუოკებელი წყურვილის, შანტაჟისა და მოსყიდვისა, იმპიჩმენტის პროცესი ჩაუვარდათ.
პარლამენტში რაც შემოვედი, მეორედ ვნახე "ქართული ოცნების" მარცხი. მათ ძალიან უნდოდათ პრეზიდენტის იმპიჩმენტი, მაგრამ ღონე არ ეყოთ და დამარცხდა. დღეს პარლამენტის დარბაზში ოპოზიციამ "ქართულ ოცნებას" ვაჯობეთ. იმით, რომ ნაცმოძრაობა არ შემოვიდა, იმით რომ საჭირო ხმები ვერ მიიღეს და ჩაუფლავდათ ეს მთლიანი პროცესი. როგორ აბსურდის თეატრში და სევდიან ამბავში ვცხოვრობთ, რადგან იმ დროს, როდესაც ქართველები არჩეულ პრეზიდენტს ვაკრიტიკებდით, ერთმანეთსვე ვაკრიტიკებდით და პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესი იყო წამოწყებული, ზუსტად ამ დროს რუსებმა ორი ქართველი კაცი დაიჭირეს. მათ ეგონათ, რომ ვიღაცას მიაშანტაჟებდნენ, მოისყიდდნენ, მაგრამ მცდელობა ჩაუვარდათ - ელისაშვილი.
ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილი იყო ერთადერთი ოპოზიციონერი პარლამენტარი, ვინც ხმა პრეზიდენტის იმპიჩმენტის წინააღმდეგ მისცა.
"ვფიქრობდი, კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიმეღო, მაგრამ მივხვდი, რომ არანაირი იმპიჩმენტი არ იქნებოდა და აბსურდის თეატრი იყო" - ამბობს ის.