"ლიბერთი ბანკი" ყაჩაღების ბანკია, პენსიონერებს ატყავებს - ალეკო ელისაშვილი
პარტია "მოქალაქეებისთვის" თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი "ლიბერთის" ყაჩაღების ბანკს უწოდებს და ამბობს, რომ იგი ქართველ საზოგადოების გატყავებას ემსახურება.
ელისაშვილის თქმით, მიუხედავად დაკისრებული კომპენსაციისა, "ლიბერთი ბანკი" მაინც ვერ ძღება და ხალხის გაღარიბებას ცდილობს.
განათლების მიმართულებით გაიხედები და ბავშვი უმაღლეს კლასებში რეპეტიტორთან თუ არ ატარე, ისე ვერ აბარებს გამოცდებს. ამის ფული ყველას ხომ არ აქვს, ასეთი ოჯახი სიღარიბისთვის არის განწირული. აქეთ გამოიხედები და "ლიბერთი ბანკი" ყაჩაღების ბანკია, რომელიც პენსიონერებს ძარცვავს. მთელი პროცენტები დავაწევინეთ, სამთავრობო კომისია შევქმენით, კომპენსაცია მივეცით, მაგრამ მაინც ვერ ძღება ეს ბანკი. კოვიდის დროს ვისაც 3 თვე გადაუვადა, სამ წლად უქცია და ატყავებს - აღნიშნა ელისაშვილმა.