იუსტიციის მინისტრი არ გამორიცხავს, რომ საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ გამოძიება პროკურატურამ დაიწყოს

18.10.23 20:01
იუსტიციის მინისტრი არ გამორიცხავს, რომ  საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ გამოძიება პროკურატურამ დაიწყოს

იუსტიციის მინისტრი  არ გამორიცხავს  საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ გამოძიება პროკურატურამ დაიწყოს.  ირაკლი კობახიძის შემდეგ,  სალომე ზურაბიშვილის სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე ახლა უკვე მთავრობაც აფრთხილებს. იმპიჩმენტის ჩავარდნის შემდეგ, პრეზიდენტის გასანეიტრალებლად "ქართული  ოცნების" არსენალში  ახლა პროკურატურა რჩება.

ჩემთვის, როგორც იუსტიციის მინისტრისთვის, ძალიან სამწუხაროა, რომ სახელმწიფოს მეთაურმა კონსტიტუცია დაარღვია და ეს არის დადასტურებული ფაქტი. 

ზოგადად, თუ ვინმე ჩაიდენს სისხლის სამართლის დანაშაულს, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, რომ დაიწყოს გამოძიება. თუკი ვინმე დაარღვევს სისხლის სამართლის კოდექსს და ჩაიდენს დანაშაულს"- ამბობს რატი ბრეგაძე. 

რაც შეეხება აშშ-ის ახალი ელჩის მიღებას,  ოპოზიცია, მთავრობა და "ქართული ოცნების" ლიდერები პრეზიდენტის იმპიჩმენტის  შემდეგ  ერთმანეთს სასტუმრო "შერატონში" შეხვდნენ, სადაც   საქართველოში ამერიკის ელჩმა  პირველი გაცნობითი მიღება  გამართა.

ეს ის შემთხვევაა როდესაც ერთ სივრცეში ერთმანეთის პირისპირ აღმოჩნდნენ გიორგი გახარია და ირაკლი კობახიძე. ბადრი ჯაფარიძე და გრიგოლ ლილუაშვილი. ჟურნალისტები შეხვედრაზე არ იყვნენ  და არ ვიცით შედგა თუ  არა მათ შორის კომუნიკაცია. ამ შეხვედრიდან გამოსულ "ოცნების" ლიდერებს ამერიკა აღარ გაულანძღავთ.  მათივე  აგორებული რიტორიკა სრულად შეცვლილი იყო.  "ამერიკა პარტნიორია", "ამერიკა ჩვენი მოკავშირეა", "ამერიკასთან ურთიერთობა გვინდა" - ასეთი იყო სახეცვლილი პოლიტიკური ლიდერების გზავნილები. 

ვინ რა თქვა უკვე შეხვედრის დასრულების შემდეგ? - გაიგეთ მეტი ლიზა ლასარეიშვილის ჩართვიდან

მსგავსი სიახლეები