პრეზიდენტი ვერ გადააყენეს, იმპიჩმენტი ჩავარდა
პრეზიდენტის იმპიჩმენტი ჩავარდა. მომდევნო ერთი წელი სალომე ზურაბიშვილი ისევ ათონელის რეზიდენციაში დარჩება, ოღონდ იმ შემთხვევაში თუ "ქართულმა ოცნებამ" ახალი მუქარა სისრულეში არ მოიყვანა.
ვერ გადააყენეს, მაგრამ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დააანონსეს. "თუ პრეზიდენტი კონსტიტუციას მომავალშიც დაარღვევს, შესაძლოა, მისი საქმე პროკურატურაში წავიდეს" - თქვა დღეს ირაკლი კობახიძემ, რომელმაც სალომე ზურაბიშვილს "ნაციონალური მოძრაობის პრეზიდენტი" ეძახა.
ისტორიული დღე პარლამენტში მმართველი პარტიისთვის კრახით დასრულდა. მტრად გამოცხადებული პრეზიდენტი თანამდებობიდან ვერ გადააყენეს. მას შემდეგ რაც ტაბლოზე ხმის მიცემის შედეგები დაფიქსირდა, გუნდის შიგნით მოღალატეების ძებნა დაიწყეს. მანამდე კი საქართველოს პრეზიდენტს დემონსტრაციულად არცერთი მიესალმა, ფეხზე არცერთი ადგა და მხოლოდ ირონიული მზერით გააცილეს. სიტყვით გამოსვლის დროსაც არავინ უსმენდა. ამით შეეცადნენ, იმის საჯაროდ დამტკიცებას, რომ არ აინტერესებთ პრეზიდენტი, რომელთანაც ბოლო ერთი წელია ღია ომი აქვთ გაჩაღებული.
ისტორიული სხდომა პარლამენტში - რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟი