არცერთი სიტყვა ივანიშვილზე - ზურაბიშვილმა თავის ვრცელ გამოსვლაში ოლიგარქის ხსენება ვერც დღეს გაბედა
ოპოზიციის პროტესტი დარბაზში და დარბაზს მიღმა - სხდომას დღეს მხოლოდ რამდენიმე ოპოზიციონერი დეპუტატი ესწრებოდა. ისარგებლეს მიკროფონით და ტრიბუნით, თუმცა კენჭისყრის დროს დარბაზში "გირჩის" და "მოქალაქეების" მეტი არავინ ყოფილა.
დანარჩენი დეპუტატები ვერდიქტს პარლამენტის დერეფანში ელოდნენ. "ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ წასვლას ხალხი არ გაპატიებთ, რუსეთის გზით სიარულისთვის მძიმე ფასს გადაიხდით" - ასე მიმართავდნენ დღეს ოპოზიციონერი დეპუტატები უმრავლესობას.
20 წუთიანი გამოსვლა და არც ერთი სიტყვა ბიძინა ივანიშვილზე. კულუარული თამაშების მთავარი ფიგურანტი კვლავ ხელშეუხებელია. სალომე ზურაბიშვილმა თავის ვრცელ გამოსვლაში ოლიგარქის ხსენება ვერც დღეს გაბედა. ბევრჯერ ახსენა "ოცნების" ლიდერები, თუმცა არა ივანიშვილი. ეს ფაქტი კი შეუმჩნეველი არ დარჩა. ოპოზიციის ნაწილი ვარაუდობს, რომ ამ ორ მოქმედებიანი პოლიტიკური ცირკის უკან სწორედ ივანიშვილი დგას და იმპიჩმენტის პროცესიც მისი გეგმის მიხედვით ვითარდება.
ოპოზიციის პროტესტი პარლამენტში - ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟი