რუსეთს იმპიჩმენტი უხარია - ოკუპანტები "ოცნებას" აქებენ
"რაც უფრო ნაკლები იქნება სალომე ზურაბიშვილის მსგავსი ადამიანები ქართულ პოლიტიკაში მით უფრო დათბება ქართულ-რუსული ურთიერთობები" - რუსეთის დუმის დეპუტატი საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის მოლოდინში აღფრთოვანებას არ მალავდა. "ეს ნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლებას რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება სურს" - ესეც კიდევ ერთი რუსი დეპუტატის გზავნილია.
პოლიტიკოსებს არც პროპაგანდისტული მედია ჩამორჩა. რუსული გამოცემები დღეს "ოცნების" ლიდერების იმ ფრაზებით არის აჭრელებული, სადაც სალომე ზურაბიშვილს შეურაცხყოფას აყენებენ. "ქართულ ოცნებას" კი მოკავშირედ განიხილავენ. "საქართველოს ინტერესებს რუსეთი უკეთ დაიცავს" - ასე დაამშვიდეს დღეს საქართველოს მთავრობა მოსკოვიდან.
რუსეთს იმპიჩმენტი უხარია - ვრცლად რუსუდან ჯაბანიშვილის რეპორტაჟში