შეუერთდება თუ არა კახი კალაძე დასანქცირებულთა სიას
შეუერთდება თუ არა კახი კალაძე დასანქცირებულთა სიას. თბილისის მერი ამტკიცებს, რომ დასავლეთის სანქციებს არ ელოდება, არ ნერვიულობს და "პირველებს" ურჩევს, ამ საკითხზე არ იფიქროს, თუმცა კალაძეს როგორც ჩანს, სანერვიულო აქვს.
"ქართული ოცნების" ლიდერის შესაძლო დასანქცირებაზე პირველი განცხადება ლევან ხაბეიშვილმა გააკეთა. "პირველების" ინფორმაციით, კალაძის დასანქცირებას უკრაინა გეგმავს. უკრაინის სიით, კი როგორც პრაქტიკა აჩვენებს შტატები ხელმძღვანელობს. მიზეზი სავარაუდოდ, თბილისის მერის რუსული კავშირებია. უფრო კონკრეტულად, გაზპრომთან საიდუმლო მოლაპარაკებები და პრორუსული ალტ ინფოს დაფინანსება.
იმ შემთხვევაში თუ კიევი თბილისის მდიდარი მერის წინააღმდეგ სანქციებს აამოქმედებს, ეს ნიშნავს, რომ მთელი ის ძვირადღირებული აქტივები გაიყინება, რასაც კახი კალაძე უკრაინაში ფლობს. კალაძე ამ დროისთვის კიევში რამდენიმე ფეშენებელური უძრავი ქონების მეპატრონეა, რომელთა ღირებულებაც მილიონზე მეტია.
კალაძე სანქცირების მოლოდინში - ინა ცარციძის რეპორტაჟი