პრეზიდენტი ხელშეუხებელია! - ზურაბიშვილს, რომელსაც "ოცნება" დაჭერით ემუქრება, კონსტიტუციაა იცავს

19.10.23 11:40
პრეზიდენტი ხელშეუხებელია!  - ზურაბიშვილს, რომელსაც "ოცნება" დაჭერით ემუქრება, კონსტიტუციაა იცავს

საქართველოს პრეზიდენტი ხელშეუხებელია - იმპიჩმენტის შემდეგ "ოცნება" ზურაბიშვილს დაჭერით ემუქრება, თუმცა პრეზიდენტს კონსტიტუცია იცავს. 

იურისტები ამბობენ, რომ კობახიძის ახალი მცდელობა დააშინოს პრეზიდენტი ფაქტობრივად ჩავარდა, რადგან კანონში გარკვევით წერია, რომ ვიდრე მთავარსარდალი თანამდებობაზეა, მას სისხლის სამართლის პასუხისგებაში ვერავინ მისცემს, თუმცა კონსტიტუცია ასევე არეგულირებს საკითხს, რომ ახალი იმპიჩმენტი იგივე ბრალდებით რა ბრალდებითაც ერთხელ უკვე უშედეგო აღმოჩნდა პარლამენტში ვერ მოხდება, თუკი "ოცნებას" ისევ გადაწყვეტილი აქვს საქართველოს პრეზიდენტის "დასჯა" უნდა მოიფიქროს კიდევ სხვა თემა ბრალდება, რომლითაც დაიწყებს სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის დევნას. 

ამის მიუხედავად, "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ თუკი ზურაბიშვილის გააგრძელებს კონსტიტუციის დარღვევას და გამართავს ვიზიტებს ევროპაში მთავრობის თანხმობის გარეშე მის წინააღმდეგ დაიწყება სისხლის სამართლებრივი დევნა.

გივი მიქანაძის თქმით, ისინი კონსტიტუციის განმეორებით დარღვევას არ გამორიცხავენ და აქვე ამბობენ, რომ კიდევ ერთხელ დარღვევის შემთხვევაში საკითხი შესაბამისი კომპეტენტური ორგანოების შესასწავლი იქნება.

განმეორებითი ხასიათის კონსტიტუციის დარღვევასთან შესაძლოა, გვექნას ადგილი და ამას არ გამოვრიცხავთ იმიტომ, რომ ადამიანი, რომელმაც თავადვეც კარგად იცოდა, თვითონაც არაერთ ღია განცხადებაში აღიარა. ჩვენ გუშინაც ხაზი გავუსვით ამ საკითხებს, რომ მან თვითონვე აღიარა, რომ კონკრეტულ სიტუაციებში არალეგიტიმურად მოქმედებდა. არ არის გამორიცხული, რომ მან ასეთი ქცევა გააგრძელოს. არ არის გამორიცხული, რომ სისხლის სამართლებრივი დანაშაულის საფუძვლებიც არსებობდეს, თუმცა ეს შესაბამისი კომპეტენტური ორგანოების შესასწავლია", - ამბობს "ქართული ოცნების" წევრი, გივი მიქანაძე.

"ოცნების" კიდევ ერთი წევრი, დავით მათიკაშვილი ზურაბიშვილი სახელმწიფო ინსტიტუტების უპატივცემულობაში ადანაშაულებს.

მისი თქმით, გამორიცხული არ არის, რომ პრეზიდენტმა "ნაციონალური მოძრაობის" მესიჯბოქსებით ხელმძღვანელობა გააგრძელოს". 

როგორც ჩანს, სალომე ზურაბიშვილი, სამწუხაროდ, მარგინალიზაციის გზაზე არის დამდგარი. ის ხაზს უსვამს თავის ნებისმიერ ქმედებაში უპატივცემულობას სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ. არ არის გამორიცხული, რომ მან "ნაციონალური მოძრაობით" მესიჯბოქსით როგორც აქამდე ხელმძღვანელობდა, ისევ ეს მიმართულება აირჩიოს, რადგან ეს ალიანსი დღეს აშკარად გამოჩნდა და დადასტურდა საზოგადოებისთვის", - ამბობს "ქართული ოცნების" წევრი, დავით მათიკაშვილი.

მსგავსი სიახლეები