პროკურატურის გამოსაძიებელი არის თვითონ კობახიძე - ანა ნავლიშვილი
რას ემსახურება "ოცნების" მუქარა? - "ლელო"-ს ლიდერი, ანა ნაცვლიშვილი დარწმუნებულია, რომ ირაკლი კობახიძე ამ ნაბიჯით რეალური დამნაშავეების დაცვას ცდილობს.
ნაცვლიშვილი ამბობს, რომ პროკურატურის გამოსაძიებელი თვითონ ირაკლი კობახიძეა:
როგორც პრეზიდენტის იმპიჩმენტის თემა, ასევე ახლა უკვე ამ ბურთის პროკურატურის მოედანზე გადაგორება კობახიძის მხრიდან ისახავს მიზანს, რომ ვინც მართლა დამნაშავეა, ვინც მართლა კონსტიტუციას არღვევს, ვინც მართლა დანაშაული ჩაიდინა, ვინც მართლა პროკურატურას უნდა აძლევდეს ჩვენებას იმ ადამიანებზე როგორმე საუბარი, რომ არ იყოს დღის წესრიგში, როგორიც არის ფარცხალაძე და როგორიც არიან თვითონ ქართლი ოცნების ლიდერები იმიტომ ცდილობს, რომ ეს ბურთი სხვა მოედანზე გადააგოროს. რამდენჯერაც ახსენებს პროკურატურას იმდენჯერ მიიღებს პასუხის, რომ პროკურატურის გამოსაძიებელი არის თვითონ კობახიძე", - ამბობს "ლელო პარტნიორობა საქართველოსთვის" წევრი, ანა ნაცვლიშვილი.
გუშინ, პრეზიდენტის იმპიჩმენტი ჩავარდა. მომდევნო ერთი წელი სალომე ზურაბიშვილი ისევ ათონელის რეზიდენციაში დარჩება, ოღონდ იმ შემთხვევაში თუ "ქართულმა ოცნებამ" ახალი მუქარა სისრულეში არ მოიყვანა.
"თუ პრეზიდენტი კონსტიტუციას მომავალშიც დაარღვევს, შესაძლოა, მისი საქმე პროკურატურაში წავიდეს" - თქვა ირაკლი კობახიძემ, რომელმაც სალომე ზურაბიშვილს "ნაციონალური მოძრაობის პრეზიდენტი" ეძახა.