ივანიშვილი ვერ გაგვარუსებს - სოფო ჯაფარიძე

19.10.23 11:37
ივანიშვილი ვერ გაგვარუსებს - სოფო ჯაფარიძე

 

 

ივანიშვილი ვერ გაგვარუსებს - საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები აქციისთვის ემზადებიან.

რამდენიმე წუთში  მსვლელობაა თბილისიდან დაიწყება და საბოლოო გაჩერებაა ჭორვილა იქნება.

"დავასრულოთ ოლიგარქიული მმართველობა" - ამ სლოგანით მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერები და ნაციონალური მოძრაობის წევრები ოლიგარქიის მშობლიურ სოფელში ჩასვლას გეგმავენ.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი სოფო ჯაფარიძე ამბობს რომ საზოგადოებამ და ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა ერთიანი ძალებით საქართველო გარუსებისგან უნდა გადაარჩინონ.

მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს არ არის აქცია. მე დიდი ხანია, რაც რეგიონებში დავიწყე სიარული და ეს არის ერთ-ერთი გასვლა. დღეს სიმბოლურად მივემართებით, რუსი ოლიგარქის მშობლიურ სოფელში, რადგან კიდევ ერთხელ შევახსენოთ, რომ ვერ გაგვარუსეს, ქართველებს რუსებით ვერ ჩაანაცვლებს. ჩვენ ხალხს კიდევ ერთხელ უნდა ავუხსნათ, რამხელა საფრთხის წინაშე გვაყენებს რუსი ოლიგარქი, რომელიც უნდა შევაჩეროთ. დიახ, ჩვენ გვინდა ევროპა და ნათელი მომავალი, ამიტომ აუცილებლად გადავარჩენთ ჩვენს ქვეყანას გარუსებისგან - აღნიშნა სოფო ჯაფარიძემ.

ფოტო: "პუბლიკა" 

მსგავსი სიახლეები