გვსურს, ვიყოთ და ვართ რუსული სამყაროს ნაწილი - შამბა
"მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირი დაინგრა, გრძნობები მაინც არსებობს" - განცხადება დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანმა გააკეთა და თქვა, რომ "აფხაზური საზოგადოება რუსულ სამყაროსთან არის მორგებული".
სერგეი შამბა ამტკიცებს, რომ რუსული ენის წყალობით, აფხაზეთმა მსოფლიო კულტურა გაიცნო.
ჩვენ რუსეთთან ისეთი ურთიერთობა გვაქვს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი საბჭოთა საზოგადოება დაინგრა, გრძნობები მაინც არსებობს. და აფხაზური საზოგადოება რუსულ სამყაროსთან არის მორგებული და მონაწილეობს რუსული სამყაროს შექმნაში. ჩვენ გვინდა ვიყოთ და ვართ ამ სამყაროს ნაწილი.
უნდა ითქვას, რომ რუსულმა საზოგადოებამ აითვისა მრავალი ტრადიცია და კულტურული ელემენტი და ეს გამდიდრება ორმხრივი იყო. დიდებულმა რუსულმა კულტურამ, რა თქმა უნდა, დიდი გავლენა იქონია ბევრი ერზე რუსული იმპერიისა და საბჭოთა კავშირის დროში. აფხაზეთი მუდმივად იპყრობდა რუსი შემოქმედებითი ინტელიგენციის, მწერლების, მხატვრებისა და სხვების ყურადღებას - განაცხადა შამბამ.