ივანიშვილი პუტინის მთავარი ვასალია, რომელიც ქვეყანას ჭაობისკენ მიათრევს - მუმლაძე
"ბიძინა ივანიშვილი პუტინის მთავარი ვასალია, რომელიც ქვეყანას ჭაობისკენ მიათრევს" - განცხადება "პირველებთან" ენმ-ის წევრმა გიორგი მუმლაძემ გააკეთა და თქვა, რომ დროა, ხალხმა სამიზნე გაასწოროს და ოლიგარქის დასამარცხებლად ქმედითი ნაბიჯები გადადგას.
მუმლაძე დარწმუნებულია, რომ რუსიფიკაციის პოლიტიკა ლეგიტიმაციას ბიძინა ივანიშვილისგან იღებს, რის გამოც საზოგადოებამ და ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა მას საქართველოს ევროპული მომავალი არ უნდა მოაპარვინონ.
უნდა გვესმოდეს, რომ ბიძინა ივანიშვილი პუტინის მთავარი ვასალია, რომელიც არაფორმალურად მართავს ამ ქვეყანას და რუსულ ჭაობში მიათრევს. რუსიფიკაციის პოლიტიკა, რომელიც დღეს არის, თავიდან ბოლომდე ლეგიტიმაციას ბიძინა ივანიშვილისგან იღებს. ჩვენი მიზანია, მას ვუთხრათ, რომ არ მოვაპარებინებთ საქართველოს ევროპულ მომავალს და არ მივცემთ საშუალებას, რომ მას პუტინის ტყვეები ჰყავდეს პატიმრობაში. მას უნდა შევახსენოთ, რომ ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას, ახლა ის რომ კომფორტულად არის, ჩრდილშია და მისი მარიონეტები მართავენ პროცესს, ეს უნდა დასრულდეს, სამიზნე გავასწოროთ და რუსი ოლიგარქის დასამარცხებლად ყველაფერი გავაკეთოთ - აღნიშნა მუმლაძემ.
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები აქციისთვის ემზადებიან.
რამდენიმე წუთში მსვლელობაა თბილისიდან დაიწყება და საბოლოო გაჩერებაა ჭორვილა იქნება.
"დავასრულოთ ოლიგარქიული მმართველობა" - ამ სლოგანით მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერები და ნაციონალური მოძრაობის წევრები ოლიგარქიის მშობლიურ სოფელში ჩასვლას გეგმავენ.