როგორ აფასებთ "ქართული ოცნების" პროპაგანდას მეორე ფრონტზე - აქუბარდიას კითხვა ლილუაშვილს

19.10.23 12:45
როგორ აფასებთ "ქართული ოცნების" პროპაგანდას მეორე ფრონტზე - აქუბარდიას კითხვა ლილუაშვილს

ლილუაშვილი მწვავე კითხვების პირისპირ - სუსი-ის ანგარიშის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე დამოუკიდებელი დეპუტატი თეონა აქუბარდია იმ კითხვებს ასახელებს, რომელიც სუს-ის შეფთან ექნება.

მისი თქმით, ერთ-ერთი მთავარი კითხვა მეორე ფრონტთან დაკავშირებით ექნება, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ანექსიურ პროცესებს აძლიერებს.

სუს-ის ანგარიშში მეორე ფრონტთან დაკავშირებით რუსულ დეზინფორმაციაზე წერია, ამ მოცემულობაში როგორ აფასებს სუს-ის უფროსი "ქართული ოცნების" პროპაგანდას მეორე ფრონტზე, რამდენადაც ანგარიშში წერია, რომ ეს აძლიერებს რუსეთის ანექსიურ პროცესებს ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალში. მეორე კითხვა ეხება კონტრდაზვერვით საქმიანობას და რუსეთის სპეცსამსახურების მოქმედებებს საქართველოში, როგორ გაეპარა ფარცხალაძე სუს-ს? ვინ არის კიდევ მასთან ერთად, ეს სუს-მა უნდა იცოდეს და არ წერია ეს ამ ანგარიშში. იმავდროულად კითხვები მექნება ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ ვითარებაზე, გაძლიერებულია ბორდერიზაცია, გატაცება და უკანონო პატიმრობა ჩვენი მოქალაქეების - განაცხადა აქუბარდიამ.

მსგავსი სიახლეები